წინამდებარე შეჯამება აგროვებს ციხის პრობლემებზე European Court of Human Rights-სა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) და Court of Justice of the European Union(ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო) მიერ გამოცხადებულ ყველაზე მნიშვნელოვან განაჩენებსა და გადაწყვეტილებებს. ევროპული ციხეების პრეცედენტული სამართლის ძირითადი ტენდენციების შესახებ ანგარიშებით ბიულეტენი მიზნად ისახავს ციხის სფეროში პრაქტიკოსი იურისტების მხარდაჭერას კვლევასა და სამართალწარმოებაში, აგრეთვე ევროპულ პრეცედენტულ სამართალში მკვდარი ზონების იდენტიფიცირებას.
ადამიერიშ ნებეფიშ ევროპული სასამართალო
გეანტა და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (GEANTĂ AND OTHERS v. ROMANIA) ■ საჩივრების ნომრები 39920/16 და 11 სხვა
დაკავებულებისთვის მათი ახლო ნათესავების დაკრძალვაზე დასწრების მიზნით ციხის დატოვებაზე უარის თქმა: მე-8 მუხლის დარღვევა.
კომანი და სხვები (COMAN AND OTHERS v. HUNGARY) ■ საჩივრების ნომრები 49006/18 და 8 სხვა
უვადო პატიმრობა მხოლოდ 40 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლების პერსპექტივით:მე-3 მუხლის დარღვევა.
მაჩნა მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ (MACHINA v. THE REPUBLIC OF MOLDOVA) ■ საჩივრის ნომერი 69086/14
ხელისუფლების მიერ პატიმრისათვის C ჰეპატიტიტს სკრინინგის დაუსაბუთებელი გადადება და საპატიმროში დაინფიცირების შესახებ მისი საჩივრის გამოუძებლობა; არასათანადო სამედიცინო ზედამხედველობა: მე-3 მუხლის დარღვევა.
ვოსკანიანი სომხეთის წინააღმდეგ (VOSKANYAN v. ARMENIA) ■ საჩივრის ნომერი 623/13
დაკავებულის სიცოცხლის დასაცავად სათანადო ზომების მიუღებლობა, როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა:მე-2 მუხლის დარღვევა (მატერიალური ნაწილი); წინასწარი დაკავების პირობებში გარდაცვალების სათანადო და სრულყოფილი გამოძიების განუხორციელებლობა:მე-2 მუხლის დარღვევა (პროცედურული ნაწილი).
ტიურინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (TYURIN AND OTHERS v. RUSSIA) ■ საჩივრების ნომრები 32695/14 და 8 სხვა
წინასწარი დაკავების და მსჯავრისდადების შემდგომ დაწესებულებებში პატიმრების პერმანენტული ვიდეო მონიტორინგი: მე-8 მუხლის დარღვევა.
ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ (OCHIGAVA v. GEORGIA) ■ საჩივრის ნომერი 14142/15
მომჩივანი განმეორებით ექცეოდა არასათანადო მოპყრობის ქვეშ ციხის ოფიცრების მიერ პატიმრების სისტემატური და სისტემური შევიწროვებისას და შესაბამისი გამოძიების განუხორციელებლობის მიზეზით:მე-3 მუხლის დარღვევა.
ჰორვატი და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ (HORVÁTH AND OTHERS v. HUNGARY) ■ საჩივრების ნომრები 12143/16 და 11 სხვა
უვადო პატიმრობა მხოლოდ 30-დან 40 წლამდე სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლების პერსპექტივით:მე-3 მუხლის დარღვევა.
დელტუვა ლიეტუვის წინააღმდეგ (DELTUVA v. LITHUANIA) ■ საჩივრის ნომერი 38144/20
მიმდინარე გამოძიების ხელის შეშლის დაუსაბუტებელი რისკის საფუძველზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრის ოჯახის წევრების ვიზიტების შეზღუდვა, მათ შორის ცოლის და 10 წლის შვილის: მე-8 მუხლის დარღვევა.
უსლუ თურქეთის წინააღმდეგ (USLU v. TÜRKIYE) ■ საჩივრის ნომერი 51590/19
პატიმრისთვის ბლოკნოტის წართმევა უსაფრთხოების მიზნით, ეროვნულ კანონმდებლობაში რაიმე საფუძვლის არსებობის გარეშე:მე-10 მუხლის დარღვევა.
In partnership with:
წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი დაფინანსებულია ევროკავშირის და რობერტ კარის ფონდის მიერ. თუმცა, აქ გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნით მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს ევროკავშირის, ევროკომისიის ან რობერტ კარის შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ევროკავშირი, ევროკომისია და არც რობერტ კარის ფონდი არ შეიძლება იყოს მათზე პასუხისმგებელი.